გაღმა ნაპირი (2009/GEO/TVRip/357MB) - 1 ოქტომბერში 2010 - Персональный сайт
შემოიჭყიტე იქნებ ნახო ის რაც გსურს
საიტის მენიუ
ანიმაცია
ფილმები ქართულად
ფილმები რუსულად
ქართული ფილები
ინდური ფილმები :$
ვიდეო გაკვეთილი
კლიპები
ონლაინ კლიპები
თამაშები
პროგრამები
ძიება
ჩვენი გამოკითხვა
რა დავამატო?
სულ პასუხები: 367
საჭირო პროგრამები
Avast Free Antivirus 5.0.462
Winrar 3.80 Full Rus
Opera 10
NOD32 AntiVirus 3.0.414 RC1 + RUS
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » გაღმა ნაპირი (2009/GEO/TVRip/357MB)
16:18
გაღმა ნაპირი (2009/GEO/TVRip/357MB)

ფილმის შინაარსი:
12 წლის თედო ლტოლვილია, იგი დედასთან ერთად ერთ პატარა, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ქოხში ცხოვრობს. დედამისი–ქეთო,ჯიხურის გამყიდველად მუშაობს, თედო კი ვულკანიზატორის მოწაფეა. ბიჭის მამამ ომის დროს, ავადმყოფობის გამო, ცოლშვილთან ერთად აფხაზეთიდან გამოქცევა ვერ მოახერხა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ცოცხალია და ტყვარჩელში ცხოვრობს. ერთ დღეს, დედასთან სამსახურში მისული თედო აღმოაჩენს, რომ ქეთო ჯიხურში, ვიღაც უცხო კაცებთან, არაყს სვამს. ბიჭი გადაწყვეტს ფული იშოვოს, რათა დედამ სამსახურში სიარულს თავი დაანებოს. თედოს მეგობარი წუპაკა, უსახლკაროა და ობოლი. მისი მშობლები ომში დახოცილან. წუპაკა კრიმინალურ ცხოვრებას ეწევა და თან თავისუფალ დროს ტოქსიკური წებოს ყნოსვაში ატარებს, რის გამოც ჰალუცინაციებში „აფრიკაში მოგზაურობს". თედო წუპაკასთან ერთად საკმაოდ სარისკო ოპერაციაზე მიდის და შოულობს ფულს, რომელსაც დედას აძლევს და თან კატეგორიულად სთხოვს, ჯიხურში მუშაობას თავი დაანებოს. მორიგი ოპერაციის დროს წუპაკას აპატიმრებენ. ამას ისიც ემატება, რომ საფრთხეს თავდაღწეული, შინ დაბრუნებული ბიჭი ქოხში დედას საყვარელთან ერთად შეუსწრებს. თავზარდაცემული და გულგატეხილი თედო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საშინელ ამბებს ყვებიან თუ როგორ ექცევიან აფხაზები ქართველებს, გადაწყვეტს ტყვარჩელში წავიდეს მამის მოსაძებნად, რათა ქალაქში ჩამოიყვანოს და ამით მაინც უშველოს დედას. ფილმის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ მგზავრობას ეთმობა. თედო გზაში უამრავ საფრთხეს გადაეყრება: იგი შეხვდება ვაგონის გულქვა გამცილებელს, რომელიც უბილეთო ბიჭს დაძრული მატარებლიდან ძირს ჩააგდებს; დაემგზავრება მანქანის გამტაცებლებს, რომლებიც გზაში პატარა, სოფლელ გოგოს გაუპატიურებას დაუპირებენ და როცა თედო მის გადარჩენას შეეცდება, საშინლად სცემენ. შეხვდება კეთილ, გულისხმიერ ადამიანებსაც: მეგრელ ბიჭ ჯანგულს, რომელიც სამართლიანობისათვის ბრძოლას შეეწირება; გალელ დედაბერს, ბიჭს მფარველ ანგელოზად რომ მოევლინება; მიკროავტობუსის მძღოლ გივი წვინარიას, რომელიც ოჩამჩირეში უფასოდ ჩაიყვანს და ღამის გასათევად ერთ ოჯახში დააბინავებს. თედოს მასპინძლებს, ზიტას და დაურს, ერთადერთი შვილი ქართველებთან ომის დროს დაღუპვიათ, მაგრამ მიუხედავად ამ საშინელი ტკივილისა, შესინებულ ბიჭს მაინც კეთილ მასპინძლობას გაუწევენ და მეორე დღეს ტყვარჩელში გაისტუმრებენ. ძველი, დანჯღრეული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ქართველების წინააღმდეგ ნაომარი, შუახანს მიტანებული კაცი, როცა შეიტყობს, რომ თედო ქართველი ყოფილა, ბიჭს მანქანიდან ჩამოაგდებს და შუა გზაზე მიატოვებს. მშობლიურ ქალაქში ჩასული თედო აღმოაჩენს, რომ მათი სახლი მთლიანად გაპარტახებულა, მამას ცოლად აფხაზი ქალი შეურთავს, მისგან ორი ქალიშვილი შესძენია და ახალ ოჯახთან ერთად სადღაც გადაკარგულა...


გადმოწერა






მიმაგრება:
კატეგორია: ქართული ფილები | ნანახია: 305 | დაამატა: chach1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Имя *:
Email:
Код *:

საათი


შემოგვიერთდი



» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 26
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2


chachi_1992

ადმინთან კავშირი


მუსიკები


Copyright MyCorp © 2016Website builder - uCoz